ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

კარიერის მატჩსა და გეგმებზე - ჯოკოვიჩმა დაადასტურა

მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი 2024  წლის დასასრულს, ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი მომდევნო, 2025 წლის გეგმებს აწყობს და გულშემატკივრებს ეტაპობრივად აუწყებს იმ შეჯიბრებების შესახებ, სადაც ასპარეზობასაც გეგმავს. ნოლემ უკვე განაცხადა, რომ სოლიდური ასაკის გამო, ის ყველა მასტერსსა და ATP-ის გათამაშებებზე აღარ გამოვა და აქცენტს დიდი სლემის ტურნირებზე გააკეთებს.

ბევრი თვლიდა, რომ ჯოკოვიჩი უარს იტყოდა დოჰას 500-იან ტურნირზეც, მაგრამ პირიქით მოხდა და გუშინ სერბმა დაადასტურა, რომ ამ შეჯიბრებაში, რომელიც სტარტს 17 თებერვალს აიღებს, აუცილებლად გამოვა. მედიის წარმომადგენლების ვარაუდით, ნოლეს თანხმობის ორი მიზეზი არსებობს. პირველი ის, რომ დოჰაში ასპარეზობა იანიკ სინერმაც დაადასტურა, ხოლო მეორე და უფრო რეალური ვერსია გახლავთ ის, რომ ნოემბერში ჯოკოვიჩი ავიაკომპანია Qatar Airways-ის ელჩი გახდა, რაც მას ამ ქვეყანაში გასამართ ღონისძიებებზე მონაწილეობას ავალდებულებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, როდესაც ჯოკოვიჩს მისი კარიერის ორი საუკეთესო მატჩის გახსენება სთხოვეს, სერბმა ასეთებად 2019 წლის უიმბლდონზე როჯერ ფედერერთან გამართული და 2012 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე რაფაელ ნადალთან ჩატარებული შეხვედრები დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაბაძე, სტრიპტიზ-ჩოგბურთი და სიბნელის შიში - საინტერესო ფაქტები რაფა ნადალზე
ლაბაძე, სტრიპტიზ-ჩოგბურთი და სიბნელის შიში - საინტერესო ფაქტები რაფა ნადალზე