მამა-შვილების თამაში - ატლეტიკოს 10-მატჩიანი სერია
გუშინ, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გამართული „ატლეტიკო“ – „სლოვანის“ (3:1) შეხვედრა, რომელშიც სტუმართა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ 90 წუთი ითამაშა, ისტორიაში სამუდამოდ შევა. პირველად მოხდა, რომ დაუპირისპირდნენ გუნდები, რომელთა მთავარმა მწვრთნელებმაც საკუთარი შვილები ათამაშეს. დიეგო სიმეონემ ჯულიანო ძირითად შემადგენლობაში დააყენა, ხოლო ვლადიმირ ვაისმა შვილი 84-ე წუთზე, ცვლილებაზე შეიყვანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მადრიდული კლუბის დამრიგებელმა გადატვირთული გრაფიკის გამო კრიტიკული შეფასება არ დამალა. ჩოლომ აღნიშნა, რომ როდესაც გადაღლილი კლუბების ფეხბურთელები ცოტას დარბიან, მათ გალანძღვას არავინ ერიდება, ხოლო როცა კარგად თამაშობენ და იგებენ, შექება ყველას ავიწყდება. სიმეონეს გარდა ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში იყო ანტუან გრიზმანი, რომელიც უკვე 5 მატჩია მოედანს უგოლოდ და ამ ხუთ შეხვედრაში შვიდი გოლის გატანა მოასწრო.
ცნობისათვის, „ატლეტიკოს“ ყველა ტურნირზე 10-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს და უკანასკნელ ათ შეხვედრაში მეტოქე გუნდების კარში 30 გოლი გაიტანა. კვირას მადრიდულ დერბიში როხიბლანკო „ხეტაფეს“ უმასპინძლებს, 22 დეკემბერს კი უკვე სტუმრად „ბარსელონასთან“ იასპარეზებს.