ილია თოფურია, რენატო მოიკანო
Aa
Aa

„ძალიან ძლიერია, მაგრამ დავაფინიშებ - მარტივი ფულია“ - მოიკანო თოფურიაზე

მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი რენატო მოიკანო გამოეხმაურა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას განცხადებებს, რომელმაც თქვა, რომ ქამრის დაცვა აღარ აინტერესებს და ძალების მოსინჯვა მსუბუქ წონაში სურს.

ბრაზილიელი მებრძოლი მიიჩნევს, რომ ილია თოფურიამ წონითი დივიზიონი არ უნდა შეიცვალოს, თუმცა, თუ ეს მოხდება, მზადაა ილიას ეჩხუბოს, იმიტომ რომ ეს ბრძოლა მისთვის „მარტივი ფული იქნება“.

რენატო მოიკანო:

„ვფიქრობ, ილია ძალიან ბევრს დაანოკაუტებს. ის ძალიან ძლიერია, თუმცა, ვფიქრობ, მისი დაფინიშება შემიძლია, იმიტომ რომ მე სტრაიკერი არ ვარ, მოჭიდავე ვარ. თუ შევძელი მისი „ზურგის აღება“, 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ დავაფინიშებ. თუმცა, თუ საუბარია სტრაიკინგზე, ის ძალიან სოლიდურად გამოიყურება - ჰოლოუეის წინააღმდეგ ჩხუბში უბრალოდ შეუდარებელი იყო.

თოფურია ძლიერია, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი წონითი დივიზიონისთვის ის ძალიან პატარაა. არ ვიცი, ვფიქრობ, ის თავის წონაში უნდა დარჩეს, მაგრამ იქნებ ასე სჯობს - მოვიგო და ილიას ჩემს წონაში ჩხუბი შევთავაზო? ეს ჩემთვის მარტივი ფული იქნებოდა“.

მანამდე ესპანურ მედიასთან ინტერვიუში თოფურიამ არ გამორიცხა, რომ ჰოლოუეის წინააღმდეგ გამართული ბრძოლა მისთვის ქვემსუბუქ წონით დივიზიონში შესაძლოა ბოლო ყოფილიყოს, იმიტომ რომ ტიტულის დაცვის მოტივაცია აღარ აქვს და მსუბუქ წონით დივიზიონში ასვლა სურს.

შეგახსენებთ, რომ თოფურიას MMA-ში 16-ვე ბრძოლა აქვს მოგებული, ბოლოს მან ოქტომბერში მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა.

რაც შეეხება მოიკანოს, 18 იანვარს ის ბენეილ დარიუშს ეჩხუბება. მის ანგარიშზე MMA-ში 20 მოგება და 5 მარცხია, ბოლოს მან სექტემბერში ბენუა სენ-დენი დაანოკაუტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მახაჩევი მზად არ იქნება, ამიტომ ოლივეირასთან ჩხუბი მინდა“ | თოფურიას გეგმები
„მახაჩევი მზად არ იქნება, ამიტომ ოლივეირასთან ჩხუბი მინდა“ | თოფურიას გეგმები