პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

„ბოლო 10 მატჩში 1 მოგება? მხოლოდ 1-2 ცუდი მატჩი გვქონდა“ - გუარდიოლა

ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსთან“ წაგებული მატჩის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ თავკაცმა, პეპ გუარდიოლამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და თავისი გუნდის თამაში შეაფასა.

პეპ გუარდიოლა:

„ძალიან კარგად ვითამაშეთ, ჩვენს კართან მეტოქეს ბევრი მომენტი არ ჰქონია. ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მატჩი გვაქვს, და შესაძლოა ერთი ქულაც საკმარისი აღმოჩნდეს.

ბოლო 10 მატჩში 1 მოგება გვაქვს? რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ ამაზე. გუნდის ემოციური მდგომარეობა სტაბილურია. როდესაც ვიგებთ - ბედნიერები ვართ, როდესაც ვაგებთ - დამწუხრებულები. წინ უნდა წავიდეთ, ასეთ სიტუაციაში ბოლო ერთ თვეში არაერთხელ ვყოფილვართ.

არ ვეთანხმები გიუნდოგანს, რომელმაც თქვა, რომ გუნდს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. რა თქმა უნდა, ეს რთული სიტუაციაა, ამ პერიოდის განმავლობაში 1-2 წარუმატებელი მატჩი გვქონდა, დანარჩენებში კი კარგად ვითამაშეთ“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში სტუმრად „იუვენტუსთან“ დამარცხდა (0:2).

აქვე გეტყვით, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ყველა ტურნირზე „სიტის“ მხოლოდ ერთი მოგება აქვს - პრემიერლიგაში, „ნოტინგემთან“ - დანარჩენი მატჩებიდან კი 2 ფრედ ითამაშა და 7 წააგო.

ცნობისთვის, 22 ნოემბერს „მანჩესტერ სიტიმ“ პეპ გუარდიოლასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა - კატალონიელი სპეციალისტი „ეტიჰადზე“ კიდევ ორი სეზონით დარჩება. რამდენიმე დღის წინ გუარდიოლამ ისიც თქვა, რომ „სიტის“ შემდეგ სხვა კლუბს აღარ გაწვრთნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დავამტკიცე, რომ მესის გარეშეც მაგარი ვარ“ - გუარდიოლამ ძველი წყენა გაიხსენა
„დავამტკიცე, რომ მესის გარეშეც მაგარი ვარ“ - გუარდიოლამ ძველი წყენა გაიხსენა