ჰალი, გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

ჩაკვეს გოლამდე ცოტა დააკლდა - უოტფორდმა და ჰალმა ქულები გაიყვეს

ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგ ტურში უოტფორდი ჰალ სიტის ესტუმრა. გუნდებმა ქულები გაიყვეს, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

როგორც ყოველთვის, გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და საკმაოდ კარგი მატჩიც ჰქონდა.

ქართველი ფეხბურთელი მუდამ გამწვავებაზე მიდიოდა და საკვანძო პასებს აკეთებდა, თუმცა მის თანაგუნდელებს გოლები ვერ გაჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ჯვაროსნების ნახევარმცველს საგოლე პასამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებზე, უოტფორდი გააქტიურდა და გოლის გატანის კარგი შანსი თავად გიორგის ჰქონდა, თუმცა მისი შორეული გასროლა კარს მცირე მანძილით ასცდა.

შეხვედრის 72-ე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელი მოედნიდან გაიყვანა, რაც ჩაკვესთვის მოულოდნელი იყო და უკმაყოფილება ვერ დამალა.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, უოტფორდს სატურნირო ცხრილში 31 ქულა დაუგროვდა და მე-8 პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ქლევერლის გუნდი ვესტ ბრომვიჩს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაშიას სლოვანი ვანდა მეტროპოლიტანოზე დამარცხდა
კაშიას სლოვანი ვანდა მეტროპოლიტანოზე დამარცხდა