ატლეტიკო, გურამ კაშია, სლოვანი
Aa
Aa

კაშიას სლოვანი ვანდა მეტროპოლიტანოზე დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში ბრატისლავის სლოვანი მადრიდის ატლეტიკოს ესტუმრა და უშანსოდ, 1:3 დამარცხდა.

ნორმალური მატჩი ჰქონდა გურამ კაშიას, რომელმაც თამაშის მიმდინარეობისას 2 საჰაერო დუელიდან ერთი მოიგო, ხოლო მის პირისპირ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ორჯერ აღმოჩნდნენ და ორჯერვე ბურთი წაართვა.

ერთხელ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და ისიც წარმატებული გამოვიდა. პოზიცია 8-ჯერ დაკარგა, თუმცა არცერთხელ არ დაჯარიმდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა Sofascore-მა ჯვაროსნების კაპიტანს 7.0 შეფასება დაუწერა, რაც მის გუნდში მესამე საუკეთესო შედეგია.

შეგახსენებთ, რომ სლოვანმა ჩემპიონთა ლიგაზე 6-დან ექვსივე მატჩი წააგო და ნული ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ქართველი ფეხბურთელის გუნდი შტუტგარტს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გურკუფის ნიჭის გარდაცვალება - “ახალი ზიდანიდან“ ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე
გურკუფის ნიჭის გარდაცვალება - “ახალი ზიდანიდან“ ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე