კიტეიშვილის გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - შტურმი ლილთან დამარცხდა
ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში შტურმი ლილს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. ავსტრიულ გუნდს ქულის აღებამდე სულ ცოტა დააკლდა.
კარგი მატჩი ჰქონდა ოთარ კიტეიშვილს, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს ფრანგებს ერთი გოლი გაუტანა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. ლილმა პირველი ტაიმი 2:1 მოიგო.
მეორე ნახევარი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და 47-ე წუთზე ბირეტმა წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ, ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, მაგრამ მეკარეები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.
63-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი კვლავ ოთარ კიტეიშვილს ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა.
ცნობისთვის, ოთარ კიტეიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახდა მეექვსე ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. შტურმი 6 ტურის შემდეგ, 3 ქულით 29-ე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ავსტრიელები ატალანტას ესტუმრებიან.