2030 და 2034 წლის მუნდიალი - ცნობილია მასპინძელი ქვეყნები
Aa
Aa

2030 და 2034 წლის მუნდიალი - ცნობილია მასპინძელი ქვეყნები

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, თუ სად ჩატარდება მსოფლიოს 2030 და 2034 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი.

2030 წლის მუნდიალი სამ ქვეყანაზე გადანაწილდა. მატჩები პორტუგალიაში, ესპანეთში და მაროკოში ჩატარდება. ფინალს კი დიდი ალბათობით სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის მადრიდის რეალის სტადიონი უმასპინძლებს. ასევე, თითო მატჩი ჩატარდება ურუგვაიში, არგენტინაში და პარაგვაიში.

რაც შეეხება 2034 წელს გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს, ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ საუდის არაბეთში გაიმართება. რამდენიმე ფორმალური საკითხია გადასაწყვეტი და ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება.

შეგახსენებთ, რომ უახლესი მუნდიალი, რომელიც 2026 წელს უნდა ჩატარდეს სამ ქვეყანაზე გადანაწილდა. მატჩები ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკაში და კანადაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხბურთელებს ვუთხარი, დაცვაში ზრდასრულებივით, ხოლო შეტევაში ბავშვებივით ეთამაშათ“ - სანიოლი ევრო 2024-ზე
„ფეხბურთელებს ვუთხარი, დაცვაში ზრდასრულებივით, ხოლო შეტევაში ბავშვებივით ეთამაშათ“ - სანიოლი ევრო 2024-ზე