ბარსელონა, დანი ოლმო
Aa
Aa

იანვარში ოლმო წავა? - ბარსელონას პრობლემები გრძელდება

კატალონიის ბარსელონას პრობლემები არ მთავრდება. ამჯერად საქმე კვლავ ფეხბურთელების რეგისტრაციას ეხება.

ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა დანი ოლმო 2025 წლის იანვარში თავისუფალი აგენტი გახდეს და ბლაუგრანას დატოვება მოუწიოს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს, თუ არა ბარსა მის დარეგისტრირებას.

შეგახსენებთ, რომ ოლმო სეზონის დასაწყისში ვერ თამაშობდა და რამდენიმე მატჩი გამოტოვა. შემდეგ, კრისტენსენმა ტრავმა მიიღო და ბარსელონამ ესპანელი ნახევარმცველი სწორედ მის ნაცვლად დაარეგისტრირა.

არსებობს 3 ვარიანტი, თუ რის მიხედვით შეუძლია კატალონიურ გრანდს ამ პრობლემის აღმოფხვრა. პირველი ვარიანტი რომელიმე სხვა ფეხბურთელის გაყიდვა და მის ნაცვლად დარეგისტრირებაა.

მეორე, რომელიც ყველაზე ნაკლებად წარმოსადგენია არის სხვა მოთამაშის ტრავმა, განაცხადიდან ამოღება და ოლმოს მის ნაცვლად დარეგისტრირება.

მესამე კი შემოსავლის გაზრდა. მაგალითად, ახალი სპონსორის ან ინვესტორის მოძიება. ესეც რთული ვარიანტია, თანაც დრო ძალიან ცოტაა. ესპანური მედია წერს, რომ შესაძლოა ბარსელონამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად გუნდიდან ანსუ ფატი გაუშვას.

შეგახსენებთ, რომ დანი ოლმო კატალონიურ გრანდს ბრწყინვალედ მოერგო. ყველა ტურნირზე ერთად 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სლოტი: ალისონი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა
სლოტი: ალისონი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა