არნე სლოტი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

სლოტი: ალისონი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა „ჟირონასთან“ მატჩის შემდეგ, ალისონის თამაში შეაფასა.

ბრაზილიელმა მეკარემ ტრავმის გამო, 5 მატჩი გამოტოვა.

„შეიძლება თანაგუნდელებს უნდოდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ ალისონი ნამდვილად ფორმაშია, ამიტომაც მას ბევრი სამუშაო მისცეს. არ ვფიქრობ, რომ ვინმესთვის ამის მტკიცებაა საჭირო - ყველამ კარგად იცის, რომ ალისონი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა“, - თქვა სლოტმა.

ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში „ლივერპულმა“ სტუმრად „ჟირონა“ 1:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური გაინაღდა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში „ლივერულმა“ გიორგი მამარდაშვილი 35 მილიონად შეიძინა და ერთწლიანი იჯარით „ვალენსიაში“ დატოვა. მამარდა მერსისაიდულ კლუბს მომავალი წლის ზაფხულში შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილთან ის პირველი ვერ იქნება“ - კელეჰერი ბარსას სამიზნეა
„მამარდაშვილთან ის პირველი ვერ იქნება“ - კელეჰერი ბარსას სამიზნეა