კოვინგტონი: ვირთხა შავკატი ჩემთან ბრძოლას გაურბის
ქვესაშუალო წონაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, კოლბი კოვინგტონმა განაცხადა, რომ შავკატ რახმონოვი მასთან ჩხუბს გაურბის.
ამერიკელმა მებრძოლმა მას ვირთხაც კი უწოდა.
„ეს ვირთხა შავკატი ჩემთან ბრძოლას გაურბის. მე დავრეკე UFC-ში დენა უაითთან, რათა მისთვის მეთხოვა, რომ ამ ვირთხასთან მეჩხუბა - ის ერთადერთი მეტოქეა, რომელთანაც ბრძოლა მინდა, დანარჩენები ფეხებზე მეკიდა.
როგორც კი ამ ვირთხასთან ბრძოლას დავთანხმდი UFC 310-ზე, მითხრეს: „ეი, თუ გინდა იჩხუბო, მაშინ მოდი და გადაარჩენე ტურნირის მთავარი მოვლენა ტამპაში, ხოაკინ ბაკლისთან“ - ასე რომ, მე იძულებული გავხდი დავთანხმებოდი. ის არაფერს მომცემს, მაგრამ ვირთხა შავკატი რაღაცას აკეთებს, რადგან მის ირგვლივ ეს ჰაიპია, რომ თითქოს ვერავინ დაამარცხებს“, - თქვა კოვინგტონმა.
შეგახსენებთ, რომ კოვინგტონმა ბოლოს 2023 წლის დეკემბერში იჩხუბა და ლეონ ედვარდსთან დამარცხდა.