ალექსანდრე თოფურიას დებიუტი UFC-ში - რას ამბობს ილიას ძმა
Aa
Aa

ალექსანდრე თოფურიას დებიუტი UFC-ში - რას ამბობს ილიას ძმა

ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას ძმა ალექსანდრე თოფურია სოციალურ ქსელში UFC-ში თავის დებიუტთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

რას წერს ალექსანდრე თოფურია:

„მსურს გაგიზიაროთ სიახლე UFC-ში ჩემს დებიუტთან დაკავშირებით. თავდაპირველად, ეს მიმდინარე წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო, თუმცა პრომოუტერების გადაწყვეტილებით გეგმა შეიცვალა. ახლა საუბარია 2025 წლის დასაწყისზე. მე ყოველთვის მზად ვარ, როცა საჭირო მომენტი დადგება“.

„მონადირეს“ MMA-ში 5 მოგება და 1 წაგება აქვს. ბოლოს მან 2023 წლის მაისში იჩხუბა, როდესაც იოჰან სეგასი დაანოკაუტა.

აქვე გეტყვით, რომ 28 წლის ალექსანდრე თოფურია სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„27 წლის ასაკში ყველაფერს მოვრჩი“ | მაკგრეგორის პასუხი თოფურიას
„27 წლის ასაკში ყველაფერს მოვრჩი“ | მაკგრეგორის პასუხი თოფურიას