გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

„წლის ბრძოლა იქნება“ | ქუთათელაძემ ფიზიევი გამოიწვია

გურამ ქუთათელაძემ რაფაელ ფიზიევი გამოიწვია. UFC-ის ქართველმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მისი და ფიზიევის დაპირისპირებას აქვს პოტენციალი, წლის საუკეთესო ორთაბრძოლა გახდეს.

„მენეჯერებმა მითხრეს, რომ რაფაელ ფიზიევს მეტოქე არ ჰყავს და მასთან ჩხუბი არავის უნდა. სტილიდან გამომდინარე, ესაა ორთაბრძოლა, რომელიც UFC-ისა და მის გულშემატკივრებს ძალიან მოეწონებათ. გარდა ამისა, ჩვენს ჩხუბს აქვს პოტენციალი, წლის ორთაბრძოლა გახდეს. 1-ელ თებერვალს, საუდის არაბეთში“.

ცნობისთვის, ქუთათელაძემ ბოლო ბრძოლა 3 აგვისტოს გამართა და ჯორდან ვუჩენიჩი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მანამდე, „ქართველი ვიკინგი“ ელვეს ბრენერს დაუპირისპირდა და მესამე რაუნდში, ნოკაუტით წააგო.

ფიზიევი მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის წევრი მებრძოლია და მე-11 პოზიციას იკავებს. რაფაელ დოს ანიოსის დამარცხების შემდეგ, მან ჯასტინ გეიჯისთან და მატეუშ გამროტთან წააგო. ფიზიევს კარიერაში 15 ორთაბრძოლა აქვს გამართული - 12 მოგება, 3 წაგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ბოდიშს არ მოიხდის, მოხვდება“ | მერაბი მზადაა უმარს დაღესტანში ჩააკითხოს
„თუ ბოდიშს არ მოიხდის, მოხვდება“ | მერაბი მზადაა უმარს დაღესტანში ჩააკითხოს