ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

რამდენ ხანს ვერ ითამაშებს კვარა - რას წერს ნეაპოლური მედია

გუშინ ცნობილი გახდა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ლაციოსთან“ მატჩის დროს ტრავმა მიიღო.

„ნაპოლის“ ოფიციალური განცხადების თანახმად, ქართველ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის მყესის დაჭიმულობა დაუდგინდა.

„პარტენოპეი“ კვარას მოედანზე დაბრუნების თარიღი არ დაუსახელებია, მაგრამ როგორც Il Mattino წერს, მსგავსი ტრავმისგან აღდგენას 1-დან 8 კვირამდე სჭირდება.

ფეხბურთელმა რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაიწყო და სავარაუდოდ 1 თვეს გამოტოვებს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიას მონაწილეობა 15 შეხვედრაში აქვს მიღებული და მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

„კვარა“ სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, თუმცა, 29 ოქტომბრის შემდეგ, მხოლოდ ერთი საგოლე მოქმედება აქვს.

ცნობისთვის, „ნაპოლიმ“ ლიდერობა დაკარგა. ანტონიო კონტეს გუნდი 15 ტურში მოპოვებული 32 ქულით მეორე ადგილზეა და „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ნაპოლი კვარაცხელიას არ გაყიდის...“ - იტალიელი ჟურნალისტი
„თუ ნაპოლი კვარაცხელიას არ გაყიდის...“ - იტალიელი ჟურნალისტი