ილია თოფურია, დასტინ პორიე
Aa
Aa

დასტინ პორიეს ილია თოფურიასთან ჩხუბი სურს

თუ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი ილია თოფურია ნამდვილად აპირებს მსუბუქ დივიზიონში გადასვლას, დასტინ პორიე მზადაა ესპანელ-ქართველ მებრძოლს მისთვის ახალ წონაში დაუპირისპირდეს.

პირდაპირ ამის შესახებ ამერიკელ მებრძოლს არ უსაუბრია, თუმცა მან გააზიარა სოცქსელების ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტი, რომელიც წერდა, რომ „თუ ილიას მსუბუქ წონაში ასვლა სურს, მისი და დასტინ პორიეს ჩხუბი აუცილებლად უნდა დაიგეგმოს“.

მანამდე ესპანურ მედიასთან ინტერვიუში თოფურიამ არ გამორიცხა, რომ ჰოლოუეის წინააღმდეგ გამართული ბრძოლა მისთვის ქვემსუბუქ წონით დივიზიონში შესაძლოა ბოლო ყოფილიყოს, იმიტომ რომ ტიტულის დაცვის მოტივაცია აღარ აქვს და მსუბუქ წონით დივიზიონში ასვლა სურს.

შეგახსენებთ, რომ თოფურიას MMA-ში 16-ვე ბრძოლა აქვს მოგებული, ბოლოს მან ოქტომბერში მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა.

რაც შეეხება პორიეს, ბოლოს მან მიმდინარე წლის ივნისში ისლამ მახაჩევთან იჩხუბა და მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. ამერიკელის ანგარიშზე MMA-ში 30 მოგება და 9 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„საკუთარი შვილებისთვისაც არაა მისაბაძი მაგალითი“ | რა თქვა ილიამ კონორზე
„საკუთარი შვილებისთვისაც არაა მისაბაძი მაგალითი“ | რა თქვა ილიამ კონორზე