გიორგი შერმადინი
Aa
Aa

16 ქულა და 4 მოხსნა - შერმადინის ტენერიფეს ზედიზედ მე-5 გამარჯვება

კალათბურთში, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „ტენერიფემ’’ „ქარშიაქა’’ 85:82 დაამარცხა.

გამარჯვებულთა ქართველი მოთამაშე გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა, პარკეტზე 22 წუთი გაატარა, მის აქტივში 16 ქულა და 4 მოხსნაა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა თურქული კლუბის 36 წლის ამერიკელმა მოთამაშემ, ერიკ მაკოლუმმა ჩააგდო, მის აქტივში 27 ქულაა. შერმადინის თანაგუნდელთაგან ყველაზე შედეგიანი ბრაზილიელი მარსელო ჰუერტასი იყო, 18 ქულით დაეხმარა ესპანურ გუნდს.

„ტენერიფემ’’ ჯგუფურ ეტაპზე ხუთი მატჩი გამართა, ყველა მოიგო და 10 ქულით C ჯგუფის ლიდერია. დასკვნით ტურში „კოლოსს’’ მიიღებს, რომელსაც ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია, 4-ვე მატჩი დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები