მბაპემ ტრავმა მიიღო - რეალმა ატალანტას მძიმე ბრძოლაში მოუგო
ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში მადრიდის რეალი ატალანტას ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
სამეფო კლუბის მხრიდან გოლები კილიან მბაპემ, ვინისიუს ჟუნიორმა და ჯუდ ბელინგემმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ფრანგი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი(25 წლის და 356 დღის), რომელმაც ყველაზე სწრაფად გაიტანა 50 გოლი. რეკორდი ლიონელ მესის(24 წლის და 284 დღის) ეკუთვნის.
მატჩის მიმდინარეობისას, კილიანმა ტრავმა მიიღო და კარლო ანჩელოტიმ ის როდრიგოთი შეცვალა. რეალის ლაზარეთს კიდევ ერთი ძირითადი შემადგენლობის წევრი დაემატა.
შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბს ამ მომენტისთვის კილიან მბაპეს გარდა ედუარდო კამავინგა, ედერ მილიტაო, დანიელ კარვახალი, ფერლან მენდი და დავიდ ალაბა არ ჰყავს. ფრანგის ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, მადრიდის რეალმა 9 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციაზე აღზევდა. შემდეგ ტურში ანჩელოტის შეგირდები ზალცბურგს უმასპინძლებენ.