ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Radio Marte: “ნაყოფიერი საუბარი შედგა, კვარა კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებს“

რამდენიმე დღის წინ, Corriere dello Sport-მა დაწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელია კონტრაქტის გახანგრძლივებასთან საკმაოდ ახლოს არის.

წყაროს ცნობით, ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალა და სიტუაცია დადებითად ფასდება. ამ ინფორმაციას Radio Marte-ც ადასტურებს და წერს:

„რა თქმა უნდა, ცუდი ამბავია, რომ კვარამ ტრავმა მიიღო, მაგრამ კარგი ამბებიც არსებობს. მხარეებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, სასიამოვნო სიახლეებია.

ამ მომენტისთვის, ყველა საუბარი ნაყოფიერი გამოდგა და ძალიან მალე ქართველი ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2029 წლის ივნისამდე იქნება გათვალისწინებული.“

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის გარემოცვა ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს ითხოვს. გარდა ამისა, პრიორიტეტი კონტრაქტში იმ რაოდენობის გამოსასყიდი თანხის ჩაწერაა, რამდენიც მამუკა ჯუღელს სურს. აღნიშნული თანხა 80 მილიონ ევროს არ უნდა გასცდეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა პროგნოზირებადი გახდა“ | იტალიელი ჟურნალისტი
„კვარა პროგნოზირებადი გახდა“ | იტალიელი ჟურნალისტი