ლიონი, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

Transfermarkt | მიქაუტაძის და დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება შეიცვალა

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მიქაუტაძე ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში შევიდა და ლიონში გოლების გატანა დაიწყო, მისი სატრანსფერო ღირებულება შემცირდა.

როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ჩემპიონატში ზურიკო დავითაშვილიც თამაშობს. სენტ-ეტიენი ცუდ შედეგებს აჩვენებს, მაგრამ ამის ფონზე ქართველი ფეხბურთელი კარგად ასპარეზობს. ზურიკოს სატრანსფერო ღირებულება კი გაიზარდა.

Transfermarkt-ის ცნობით, მიქაუტაძე დღევანდელ დღემდე 20 მილიონ ევრო ღირდა, დღეს კი ვხედავთ, რომ ის 18 მილიონი ღირს.

რაც შეეხება დავითაშვილს, მისმა ღირებულებამ 3 მილიონით მოიმატა და ახლა ჯვაროსნების ფეხბურთელი 8 მილიონი ევრო ღირს.

შეგახსენებთ, რომ დავითაშვილმა სენტ-ეტიენის რიგებში ჯერჯერობით 14 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მიქაუტაძემ ლიონის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 18-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. 

ასევე შეგახსენებთ, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც Transfermarkt-ის მიხედვით 80 მილიონი ევრო ღირს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიამ დაადასტურა - მამარდაშვილი ტრავმირებულია
ვალენსიამ დაადასტურა - მამარდაშვილი ტრავმირებულია