ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა ტრავმირებულია - ნაპოლის ოფიციალური განცხადება

ხვიჩა კვარაცხელიამ „ლაციოსთან“ მატჩის დროს ტრავმა მიიღო.

„ნაპოლის“ ოფიციალური განცხადების თანახმად, ქართველ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის მყესის დაჭიმულობა დაუდგინდა.

„დღეს ფეხბურთელს კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარდა და მან რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაიწყო“, - აცხადებენ კლუბში.

„პარტენოპეი“ კვარას მოედანზე დაბრუნების თარიღს არ ასახელებს, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, ის მომავალ წლამდე ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიას მონაწილეობა 15 შეხვედრაში აქვს მიღებული და მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

„კვარა“ სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, თუმცა, 29 ოქტომბრის შემდეგ, მხოლოდ ერთი საგოლე მოქმედება აქვს. ცნობისთვის, „ნაპოლიმ“ ლიდერობა დაკარგა.

ანტონიო კონტეს გუნდი 15 ტურში მოპოვებული 32 ქულით მეორე ადგილზეა და „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა პროგნოზირებადი გახდა“ | იტალიელი ჟურნალისტი
„კვარა პროგნოზირებადი გახდა“ | იტალიელი ჟურნალისტი