ევლოევმა UFC-სგან მორიგი ჩხუბი მოითხოვა
მოვსარ ევლოევმა, რომელმაც 2 დღის წინ, UFC 310-ზე, ალჯამეინ სტერლინგი დაამარცხა, მორიგი ბრძოლა მოითხოვა.
„მზად ვარ, თებერვალში ვიჩხუბო. დენა და UFC, წავედით - დასვენების დრო არ არის“, - დაწერა რუსმა მებრძოლმა X-ზე.
შეგახსენებთ, რომ ევლოევმა სტერლინგს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო, თუმცა, ქომაგთა ნაწილს მიაჩნია, რომ გამარჯვებულად „ალჯო“ უნდა გამოეცხადებინათ.
სხვათა შორის, ევლოევის გამარჯვების შემდეგ, ხაბიბ ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მისი აზრით, მოვსარი ქამრისთვის ჩხუბს იმსახურებს.