მანჩესტერ იუნაიტედი რაშფორდის გაყიდვას აპირებს
გერმანელი გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის, მარკუს რაშფორდი ამ ზამთარს ან ზაფხულში გაყიდოს.
„წითელი ეშმაკებიდან“ ინგლისელი ფეხბურთელის შესაძლო წასვლის ერთ-ერთ მიზეზად მისი მაღალი ხელფასი სახელდება.
რაშფორდის კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონზე 27 წლის ფორვარდმა 4 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ რაშფორდი „იუნაიტედის“ აკადემიაში 2005 წელს ჩაირიცხა, პირველ გუნდში დებიუტი კი 2015 წელს ჰქონდა.