გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ვალენსიამ დაადასტურა - მამარდაშვილი ტრავმირებულია

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ტრავმირებულია - მანამდე ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია „ღამურების“ ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.

როგორც ვალენსიური კლუბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, მამარდაშვილს მარჯვენა ბარძაყის სწორი კუნთის ტრავმა აქვს, რომელიც ქართველმა მეკარემ გასულ შაბათს „რაიოსთან“ მატჩში მიიღო.

კლუბის სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებით, „ღამურების“ ქართველ მეკარეს მკურნალობის კურსი ჩაუტარდება.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში მამარდაშვილს „ვალენსიას“ მაისურით 14 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც კარის მშრალად შენახვა 3-ჯერ შეძლო. 14 მატჩის შემდეგ „ვალენსიას“ 10 ქულა აქვს და ამ დროისთვის მამარდას გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-19 ადგილზეა. მომდევნო მატჩს მამარდას გუნდი 13 დეკემბერს გასვლაზე „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ გამართავს.

აქვე გეტყვით, რომ ესპანური მედიის ინფორმაციით, მამარდა 2024 წლის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს. ამ პერიოდში „ვალენსია“ „ვალიადოლიდს“, „ესპანიოლს“ და „ალავესს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიამ ისევ წააგო, მამარდა ტრავმას გადაურჩა
ვალენსიამ ისევ წააგო, მამარდა ტრავმას გადაურჩა