„წლის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს“ - ესპანური მედია მამარდაზე
„ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი 2025 წლამდე მოედანს ვერ დაუბრუნდება - ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS-ი წერს.
მედიის ინფორმაციით, „ვალენსიას“ წლის ბოლომდე დარჩენილი მატჩების ჩატარება კაპიტან ხოსე ლუის გაიას და მეკარე გიორგი მამარდაშვილის გარეშე მოუწევს.
გამოცემა წერს, რომ მამარდამ ბარძაყის სწორი კუნთი „რაიოსთან“ მატჩში დაიზიანა და ამის გამო სამი კვირა იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი მეკარე „ღამურებს“ „ვალიადოლიდთან“, „ესპანიოლთან“ და „ალავესთან“ მატჩებში ვერ დაეხმარება. რაც შეეხება გაიას, ისიც, დაახლოებით, წლის ბოლომდე იუქმებს.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში მამარდაშვილს „ვალენსიას“ მაისურით 14 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც კარის მშრალად შენახვა 3-ჯერ შეძლო.
14 მატჩის შემდეგ „ვალენსიას“ 10 ქულა აქვს და ამ დროისთვის მამარდას გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-19 ადგილზეა.
მომდევნო მატჩს მამარდას გუნდი 13 დეკემბერს გასვლაზე „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ გამართავს.