განახლებული P4P რეიტინგი | პანტოჟა დაწინაურდა, ქართველებს ცვლილებები არ შეხებიათ
გასულ უქმეებზე, ლას-ვეგასში UFC 310 გაიმართა, რომლის მთავარი მოვლენაც ალეშანდრე პანტოჟასა და კაი ასაკურას საჩემპიონო დაპირისპირება გახლდათ. ბრაზილიელმა მებრძოლმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და განახლებულ Pound for Pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) დაწინაურდა.
პანტოჟა მე-11 პოზიციას იკავებდა, ახალ ტოპ 15-ში კი მეცხრე გახლავთ. უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ლეონ ედვარდსსა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის გადაუსწრო. „ვოლკი“ მე-10 იყო და მე-11 ადგილზე გადავიდა.
ქართველ მებრძოლებს ცვლილებები არ შეხებიათ. ილია თოფურია კვლავინდებურად მეოთხეა, მერაბ დვალიშვილი - მეშვიდე. Pound for Pound რეიტინგს ისლამ მახაჩევი ლიდერობს. მეორეზე ჯონ ჯონსი იმყოფება, სამეულს კი ალექს პერეირა ასრულებს. მეხუთეზე ბელალ მუჰამედს ვხედავ, მეექვსეზე - დრიკუს დუ პლესის.
Alexandre @Pantojamma moves up two spots in the latest official pound-for-pound rankings update following his #UFC310 victory over Kai Asakura.
— John Morgan (@JohnMorgan_MMA) December 10, 2024
Pantoja now finds himself at No. 9 on the pound-for-pound list, tied with former #UFC welterweight champion Leon Edwards. pic.twitter.com/fB08BhZJ1r
შეგახსენებთ, რომ ასაკურას დამარცხების შემდეგ, პანტოჟამ ლეგენდარული დემეტრიუს ჯონსონი გამოიწვია, მაგრამ „მაითი მაუსმა“ ოქტაგონზე დაბრუნებაზე უარი განაცხადა. ბრაზილიელმა ისიც თქვა, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ჩხუბის შედეგს ელოდება და შესაძლოა, სუპერ მსუბუქ წონაში ავიდეს.