ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„27 წლის ასაკში ყველაფერს მოვრჩი“ | მაკგრეგორის პასუხი თოფურიას

UFC-ის მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა ილია თოფურიას უპასუხა. ირლანდიელმა მებრძოლმა „ელ მატადორის“ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელშიც 27 წლის ქართველმა ჩემპიონმა აღნიშნა, რომ სურს, კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულოს.

„აი, სიმართლე, რომელიც პატარა მიმბაძველ არარაობებს ტკივილს მიაყენებს. ჩხუბი ჩემთვის იმდენად მარტივი იყო, 27 წლის ასაკში ყველაფერს მოვრჩი“, - დაწერა მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ცნობისთვის, ილიამ კონორზე El Partidazo de COPE-სთან სტუმრობისას ისაუბრა. „ელ მატადორის“ თქმით, მაკგრეგორმა UFC-ის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ გადაუხვია გზას, რომელიც წარმატების მიღწევაში დაეხმარა და ახლა, მისაბაძი მაგალითი არავისთვისაა.

გეტყვით იმასაც, რომ თოფურიამ სამომავლო გეგმებზე, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესიზეც ისაუბრა. ილიამ „ლა პულგას“ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა და განაცხადა, რომ სურს, მომდევნო ბრძოლა ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მახაჩევი მზად არ იქნება, ამიტომ ოლივეირასთან ჩხუბი მინდა“ | თოფურიას გეგმები
„მახაჩევი მზად არ იქნება, ამიტომ ოლივეირასთან ჩხუბი მინდა“ | თოფურიას გეგმები