ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„საკუთარი შვილებისთვისაც არაა მისაბაძი მაგალითი“ | რა თქვა ილიამ კონორზე

ილია თოფურია El Partidazo de COPE-ს ესტუმრა და საინტერესო თემებზე ილაპარაკა. „ელ მატადორმა“ კონორ მაკგრეგორის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ირლანდიელი მებრძოლი მისაბაძი მაგალითი მისი შვილებისთვისაც აღარაა.

„რას წარმოადგენს კონორ მაკგრეგორი UFC-ისთვის? ის არის მებრძოლი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა და ორგანიზაციას დაეხმარა, ნაბიჯი წინ გადაედგა. მან MMA-ის, როგორც სპორტის პოპულარიზაციასა და ზრდაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

მაკგრეგორს ვერავინ წაართმევს იმას, რაც გააკეთა. როგორც აღვნიშნე, იგი ორგანიზაციას გაზრდაში დაეხმარა, მაგრამ პირადად მე, მიმაჩნია, რომ გზიდან გადაუხვია. მან უღალატა ღირებულებებს, რომლებმაც წარმატება მოუტანეს. დღესდღეობით, ყველა ხედავს, როგორ ცხოვრობს. ის არც მომავალი თაობის მისაბაძი მაგალითია და არც ახლანდელი თაობის. საკუთარი შვილებისთვისაც არაა მისაბაძი მაგალითი“.

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორმა“ UFC-ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლიც დაასახელა და ჯონ ჯონსი გამოარჩია. ილიამ სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარა და განაცხადა, რომ ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბის გამართვა სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მახაჩევი მზად არ იქნება, ამიტომ ოლივეირასთან ჩხუბი მინდა“ | თოფურიას გეგმები
„მახაჩევი მზად არ იქნება, ამიტომ ოლივეირასთან ჩხუბი მინდა“ | თოფურიას გეგმები