ვინ არის UFC-ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი | ილიას რჩეული ჯონ ჯონსია
ილია თოფურია El Partidazo de COPE-ს სტუმარი იყო და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. „ელ მატადორს“ UFC-ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლის დასახელებაც სთხოვეს და ქართველმა ჩემპიონმა ჯონ ჯონსი გამოარჩია.
„ჯონ ჯონსი არის მებრძოლი, რომელიც ძალიან მომწონს. ბოუნსი ოქტაგონზე ნამდვილი ხელოვანია. ბოლო პერიოდში, ასაკის გამო, სისწრაფე ცოტათი დაკარგული აქვს, მაგრამ კვლავინდებურად საოცარ ფორმაშია, კარიერის პიკში კი მისი ყურება ერთი სიამოვნება იყო“.
შეგახსენებთ, რომ ჯონსს კარიერაში ერთადერთი მარცხი აქვს და მეტ ჰემილთან დისკვალიფიკაციით წააგო. „ბოუნსმა“ აკრძალული ილეთი გამოიყენა, რის შემდეგაც სკანდალურად ცნობილმა მსაჯმა, სტივ მაზაგატიმ ძალიან საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და ჯონსს დისკვალიფიკაცია მისცა.
გეტყვით იმასაც, რომ „ბოუნსმა“ UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი 2011 წელს, მაურისიო რუასთან მოპოვებული გამარჯვებით დაისაკუთრა. ჯონსს ისეთი ლეგენდები დაუმარცხებია, როგორებიც რემპეიჯ ჯექსონი, ლიოტო მაჩიდა, ვიტორ ბელფორტი, ჩეილ სონენი, ალექსანდრ გუსტაფსონი, გლოვერ ტეიშეირა, დენიელ კორმიე და სტიპე მიოჩიჩი არიან. ჯონსი, ამ მომენტისთვის, მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელია.