ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„მახაჩევი მზად არ იქნება, ამიტომ ოლივეირასთან ჩხუბი მინდა“ | თოფურიას გეგმები

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია El Partidazo de COPE-ს სტუმარი იყო და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. „ელ მატადორმა“ სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარა და MMA-ის გულშემატკივართა ნაწილისთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა.

„UFC-ისთან საუბარი მიმდინარეობს და ვნახოთ, მომავალი როგორი იქნება. რამდენჯერმე ვთქვი, ჩემი გეგმები როგორია. მინდა, მსუბუქ წონით დივიზიონში ავიდე და გამომდინარე იქიდან, რომ ჩემპიონი ისლამ მახაჩევი იანვარში ჩხუბობს და აპრილში ან მაისში ოქტაგონზე გასასვლელად მზად არ იქნება, მსურს, ნომერ პირველ პრეტენდენტთან ვიბრძოლო, რომელიც ჩარლზ ოლივეირაა.

სავსებით შესაძლებელია, რომ ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ჩემი ჩხუბი ბოლოჯერ ნახეთ, რადგან ტიტულის დაცვის მოტივაცია აღარ მაქვს. 27 წლის ვარ და ჩემი მიზანია, 30 წლის ასაკში კარიერა დავასრულო. რა აზრის ვარ მახაჩევის განცხადებაზე, რომ დაიღალა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის წარმომადგენლებისთვის შანსების მიცემით? მსგავსი სიტყვები ბევრჯერ მომისმენია და ყველამ ნახეთ, მათ ავტორებს რა მოუვიდათ.

მახაჩევი კარგი მებრძოლია. ძლიერი დარტყმა აქვს, გამოცდილებით გამოირჩევა და საბმიშენების გაკეთება შეუძლია, მაგრამ ჩემი ყველა ყოფილი მეტოქე ასეთი იყო. ხიფათი ყველა მათგანისგან მოდიოდა, მაგრამ ვიცით, მოწინააღმდეგეების სუსტი წერტილები როგორ გამოვიყენოთ“.

შეგახსენებთ, რომ მახაჩევი მომდევნო ორთაბრძოლას არმან ცარუკიანის წინააღმდეგ გამართავს. ოლივეირას რაც შეეხება, „დუ ბრონქსი“ ყოფილი ჩემპიონია და ბოლო ჩხუბში მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„UFC-ს სტადიონები არ უყვარს“ - იჩხუბებს თუ არა თოფურია სანტიაგო ბერნაბეუზე
„UFC-ს სტადიონები არ უყვარს“ - იჩხუბებს თუ არა თოფურია სანტიაგო ბერნაბეუზე