მანუელ ნოიერი
Aa
Aa

ტრავმა სერიოზულია - ბაიერნმა ნოიერი დაკარგა

მანუელ ნოიერი 2024 წელს „ბაიერნს“ ვეღარ დაეხმარება. ამის შესახებ „რეკორდმაისტერის“ ბელგიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ დონეცკის „შახტართან“ გასამართი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის მე-6 ტურის მატჩის წინ გააკეთა. 38 წლის მეკარემ „ლევერკუზენთან“ შეხვედრაში ნეკნი გაიტეხა, რის გამოც საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობის კურსის გავლა მოუწევს.

გერმანული პრესა ნოიერის დაშავების ამბავს „ბაიერნისთვის“ მტკივნეულად და დიდ დანაკლისად არ აღიქვამს, რადგან წლევანდელ სეზონში მან რამდენიმე შეცდომა უკვე დაუშვა, რამაც მიუნხენური გუნდი აშკარად დააზარალა. თუმცა, კომპანი სხვაგვარად თვლის და სერიოზულად ნერვიულობს იმ ფაქტზე, რომ კლუბი ლიდერისა და ლეგენდარული გოლკიპერის გარეშე მინიუმ იანვრის შუა რიცხვებამდე დარჩა.

შთამბეჭდავად ჟღერს ნოიერის მიღწევები „რეკორდმაისტერში“. მან 11-ჯერ გერმანიის ბუნდესლიგა, 5-ჯერ ქვეყნის თასი, 6-ჯერ ქვეყნის სუპერ თასი, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ევროპის სუპერ თასი და 2-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გერმანიის თასი | ლევერკუზენმა ბაიერნი 1/8-ფინალიდან გამოაგდო
გერმანიის თასი | ლევერკუზენმა ბაიერნი 1/8-ფინალიდან გამოაგდო