კირიოსი: „ყველაზე დიდი საჩოგბურთო ინტელექტი მაქვს“
2022 წლის უიმბლდონის ფინალისტი და ATP-ის ტურნირების 7-გზის გამარჯვებული ნიკ კირიოსი ხმამაღალი განცხადებებით არის გამორჩეული და საკუთარ თავზე მუდამ მაღალი წარმოდგენა ჰქონდა. ამჯერადაც ასე მოხდა - ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, როდესაც მას თხოვეს სხვადასხვა სპორტსმენების თვისებებისგან იდეალური ჩოგბურთელი შეერჩია, სულ სხვა და საკმაოდ სკანდალური პასუხი გასცა.
რა თქვა კირიოსმა
მითამაშია ნოვაკ ჯოკოვიჩის, როჯერ ფედერერის, რაფაელ ნადალისა და ენდი მარეის წინააღმდეგ და შემიძლია ვთქვა, რომ საჩოგბურთო ინტელექტით თითოეულს აღვემატები. არა მგონია, რომელიმე მათგანმა შეძლოს და მწვრთნელის გარეშე უიმბლდონის ფინალამდე მიაღწიოს. შეიძლება ვინმემ ამპარტავანი, ან ეგოისტი მიწოდოს, მაგრამ ეს არ მანაღვლებს - მე ყოველთვის გამოვირჩევი საკუთარი აზრების მოურიდებლად გამოთქმით.
კირიოსმა უიმბლდონის ვიცე-ჩემპიონობა ახსენა, თუმცა ამავე 2022 წელს მისთვის კიდევ უფრო წარმატებული მელბურნში გამართული ავსტრალიის ღია პირველობა გახლდათ, სადაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.