ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარა პროგნოზირებადი გახდა“ | იტალიელი ჟურნალისტი

„ნაპოლის“ ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ს დირექტორმა, ვალტერ დე მაჯიომ „ნაპოლის“ ფეხბურთელებზე და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.

მისი თქმით, „ტორინო“ სიმეონეს ყიდვაზე სერიოზულად ფიქრობს, თუმცა კონტე მას წასვლის უფლებას მისცემს.

„რაც შეეხება კვარაცხელიას, მას მოწინააღმდეგეების მოტყუება მარტივად აღარ შეუძლია და პროგნოზირებადი გახდა“, - თქვა დე მაჯიომ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიას მონაწილეობა 15 შეხვედრაში აქვს მიღებული და მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

„კვარა“ სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, თუმცა, 29 ოქტომბრის შემდეგ, მხოლოდ ერთი საგოლე მოქმედება აქვს.

ცნობისთვის, „ნაპოლიმ“ ლიდერობა დაკარგა. ანტონიო კონტეს გუნდი 15 ტურში მოპოვებული 32 ქულით მეორე ადგილზეა და „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროპის ტოპ ფეხბურთელებს შორის არაა“ | რა თქვა მონტოლივომ კვარაზე
„ევროპის ტოპ ფეხბურთელებს შორის არაა“ | რა თქვა მონტოლივომ კვარაზე