ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

ვაგნერი-ბანკეროს დუეტის არყოფნაში - ახალი ლიდერი ორლანდოში

ტრავმების სერიოზული ეპიდემიის ფონზე, „ორლანდო“ NBA-ს წლევანდელ სეზონში მაღალ დონეზე გამოიყურება და დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რაშიც ბუნებრივია ერთ-ერთი მთავარი დამსახურება გოგა ბითაძეს მიუძღვის, რომელმაც „ფინიქსთან“ (115:110) მოგებულ მატჩში კარიერის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა.

პაოლო ბანკეროს შემდეგ, „მეჯიქს“ კიდევ ერთი წამყვანი კალათბურთელი ფრანც ვაგნერი გამოაკლდა, რის გამოც იყო მოლოდინი იმისა, რომ ფლორიდელებს „სანსთან“ გამარჯვება გაუჭირდებოდათ, მაგრამ ბითაძემ და კომპანიამ დაკისრებულ მოვალეობას თავი იდეალურად გაართვეს. ქართველი მოთამაშის გარდა, გამოირჩეოდა 23 წლის მცველი ჯეილენ საგსი, რომელმაც თვრამეტიდან რვა ორქულიანი, ათიდან ოთხი სამქულიანი, შვიდიდან ექვსი საჯარიმო გამოიყენა და მატჩი 26 ქულით, 4 მოხსნითა და 2 ასისტით დაასრულა.

„ორლანდოს“ კალათბურთელმა ჯონათან აიზეკმა განაცხადა, რომ ვაგნერი-ბანკეროს დუეტის გამოკლების შემდეგ, თანაგუნდელებმა სპეციალური თათბირი გამართეს, სადაც გადაწყდა, რომ მათ არყოფნაში ლიდერობა საკუთარ თავზე საგსს უნდა აეღო, რაც მშვენივრად შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ საგსმა „მეჯიქთან“ ამ სეზონის დაწყებამდე 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მისი წლიური ანაზღაურება 30 მილიონი დოლარი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან ჭკვიანი კალათბურთელია“ | რა თქვა ორლანდოს თავკაცმა გოგაზე
„ძალიან ჭკვიანი კალათბურთელია“ | რა თქვა ორლანდოს თავკაცმა გოგაზე