გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ვალიადოლიდთან საეჭვოა | როგორია მამარდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდა. 28-ე წუთზე, მამარდაშვილს მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, თუმცა სამედიცინო შტაბის ჩარევის შემდეგ ქართველმა მეკარემ მატჩი გააგრძელა.

ესპანური პრესის ინფორმაციით, „მამარდას“ ბარძაყის სწორი კუნთი აწუხებს. გიორგის დაზიანებული ადგილი გაუსივდა და სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა, რომელთა პასუხიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

Plaza Deportiva და El Desmarque-ი იუწყებიან, რომ „ვალენსიას“ მომდევნო შეხვედრაში, რომელსაც „ღამურები“ „ვალიადოლიდთან“ გამართავენ, „მამარდას“ თამაში საეჭვოა. თუ დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა, ქართველ მეკარეს მინიმუმ 3 მატჩის გამოტოვება მოუწევს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში მამარდაშვილს „ვალენსიას“ მაისურით 14 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა. 14 მატჩის შემდეგ „ვალენსიას“ 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-19 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა მოხდა მერაბსა და ქომაგს შორის | „მორიგი უპატივცემულობა უმარის გუნდისგან“
რა მოხდა მერაბსა და ქომაგს შორის | „მორიგი უპატივცემულობა უმარის გუნდისგან“