გოგა ბითაძე, ჯამალ მოზლი
Aa
Aa

„ძალიან ჭკვიანი კალათბურთელია“ | რა თქვა ორლანდოს თავკაცმა გოგაზე

 „ორლანდო მეჯიქის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯამალ მოზლიმ გოგა ბითაძეზე ისაუბრა. ქართველმა ცენტრმა „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და მოზლიმ მას „ძალიან ჭკვიანი“ კალათბურთელი უწოდა.

„გოგამ ძალიან კარგი სამუშაო გასწია. მეტოქის ფარზე ბრწყინვალე იყო და რამდენიმე ეპიზოდში, შეტევა დაგვიბრუნა. ფინიქსის უკანახაზელები ბლოკებს გვერდს შესანიშნავად უვლიდნენ, რის გამოც, გოგა იძულებული შეიქმნა, ფლეიმეიქერი გამხდარიყო და ჩვენი უკანახაზელებისთვის წნეხი მოეხსნა.

ბითაძე ძალიან ჭკვიანი კალათბურთელია. სწორ რაღაცებს აკეთებს და გუნდის დახმარებას განაგრძობს. ცდილობს, ახალ დონეზე ავიდეს და წარმატების მიღწევაში დაგვეხმაროს“.

ცნობისთვის, „სანსის“ წინააღმდეგ გოგამ 30 წუთ-ნახევარი გაატარა და მატჩი 21 ქულით, 16 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. 21 ქულა, მიმდინარე სეზონში, ბითაძისთვის საუკეთესო შედეგია, 16 მოხსნა კი მისი კარიერული რეკორდია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა მოხდა მერაბსა და ქომაგს შორის | „მორიგი უპატივცემულობა უმარის გუნდისგან“
რა მოხდა მერაბსა და ქომაგს შორის | „მორიგი უპატივცემულობა უმარის გუნდისგან“