ახალი კვარა - ტურინის იუვენტუსი 15 წლის ქართველ ტალანტს აკვირდება
იტალიელი ჟურნალისტის, მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსი’’ 15 წლის ქართველ ტალანტს, ანდრია ბართიშვილს აკვირდება. როგორც წყაროდან ვიგებთ, ფეხბურთელზე დაკვირვების პროცესში იტალიურ გრანდს „იუვენტუსის’’ აკადემია ეხმარება, რომელიც წალენჯიხაში ფუნქციონირებს. წყარო მას „ახალ კვარად'' მოიხსენიებს.
ანდრია ბართიშვილს როგორც ფლანგზე, ასევე შემტევ ნახევარმცველად თამაში შეუძლია. მისი ერთი თამაშის ყურებაც საკმარისია იმის გასააზრებლად, რომ გამორჩეული თვისებები აქვს. პერსპექტივაში დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია.
15 წლის ტალანტი, რომელიც თბილისის „დინამოს'' აკადემიის აღზრდილია, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში თამაშობს, მიმდინარე წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამ მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.
ანდრიას ბრწყინვალე გოლი სლოვენიასთან
ასევე, შეგიძლიათ იხილოთ Geo Scout-ის მომზადებული ვიდეო.