ხვიჩა კვარაცხელია, რიკარდო მონტოლივო
Aa
Aa

„ევროპის ტოპ ფეხბურთელებს შორის არაა“ | რა თქვა მონტოლივომ კვარაზე

„მილანისა“ და „ფიორენტინას“ ყოფილი ფეხბურთელი, რიკარდო მონტოლივო „ლაციოსა“ და „ნაპოლის“ მატჩს გამოეხმაურა, რომელიც „პარტენოპეიმ“ 0:1 წააგო. მონტოლივომ აქცენტი ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა და განაცხადა, რომ „კვარა“ ევროპის ტოპ მოთამაშეებს შორის არაა.

„სადებიუტო სეზონში, კვარაცხელიამ ყველა გააკვირვა, რადგან პრაქტიკულად არავინ იცნობდა. ხვიჩას ასაყვანად და მის წინააღმდეგ სათამაშოდ ისე ზედმიწევნით არ ემზადებოდნენ, როგორც ახლა ემზადებიან, რის გამოც, ბევრი რამ უმარტივდებოდა,

არ მგონია, ის ევროპის ტოპ ფეხბურთელებს შორის იყოს. გოლებისა და ასისტების მხრივ, მან სადებიუტო სეზონშივე მოუკლო. გასულ სეზონში, საკუთარი სტატუსი ვერ დაამტკიცა და ორი წელიწადია, რეგრესი აქვს. ის აღარაა ფეხბურთელი, რომელიც ლუჩანო სპალეტის ჩემპიონი გუნდიდან გვახსოვს“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიას მონაწილეობა 15 შეხვედრაში აქვს მიღებული და მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა. „კვარა“ სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, თუმცა, 29 ოქტომბრის შემდეგ, მხოლოდ ერთი საგოლე მოქმედება აქვს.

ცნობისთვის, „ნაპოლიმ“ ლიდერობა დაკარგა. ანტონიო კონტეს გუნდი 15 ტურში მოპოვებული 32 ქულით მეორე ადგილზეა და „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა მოხდა მერაბსა და ქომაგს შორის | „მორიგი უპატივცემულობა უმარის გუნდისგან“
რა მოხდა მერაბსა და ქომაგს შორის | „მორიგი უპატივცემულობა უმარის გუნდისგან“