ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი
Aa
Aa

„ერთადერთი ვარ, ვისაც თოფურიას გაჩერება შეუძლია“ | მოვსარ ევლოევი

მოვსარ ევლოევმა, რომელმაც UFC 310-ზე ალჯამეინ სტერლინგი დაამარცხა, ილია თოფურიაზე ისაუბრა. ევლოევმა განაცხადა, რომ საჩემპიონო ორთაბრძოლის მიღება უნდა და თვლის, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ერთადერთი მებრძოლია, რომელსაც „ელ მატადორის“ გაჩერება შეუძლია.

„ილია თოფურია შესანიშნავი მებრძოლია და ყველა ამ აზრზეა. მან რამდენიმე ლეგენდა გაანადგურა და ძლიერი დარტყმები, კარგი ჭიდაობა და შესანიშნავი ტექნიკა აქვს. ამ მომენტისთვის, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ერთადერთი მებრძოლი ვარ, ვისაც მისი შეჩერება შეუძლია.

ყველა საჭირო ძალა მაქვს, რათა ეს ბიჭი გავაჩერო. თოფურიასადმი პატივისცემის გარდა, არაფერი გამაჩნია. ერთადერთი, რაც მისგან მინდა, საჩემპიონო ქამარია. თუ UFC-ი ჩათვლის, რომ სატიტულო ბრძოლას არ ვიმსახურებ, მომეცით კიდევ ერთი მეტოქე. თუ საჭიროა, იქამდე გავაგრძელებ მოგებებს, სანამ ბალანსი 100-0-ზე არ გამიხდება და შემდეგ მაინც მივიღებ საჩემპიონო ჩხუბს“.

შეგახსენებთ, რომ ევლოევმა სტერლინგს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო, თუმცა, ქომაგთა ნაწილს მიაჩნია, რომ გამარჯვებულად „ალჯო“ უნდა გამოეცხადებინათ. სხვათა შორის, ევლოევის გამარჯვების შემდეგ, ხაბიბ ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მისი აზრით, მოვსარი ქამრისთვის ჩხუბს იმსახურებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა მოხდა მერაბსა და ქომაგს შორის | „მორიგი უპატივცემულობა უმარის გუნდისგან“
რა მოხდა მერაბსა და ქომაგს შორის | „მორიგი უპატივცემულობა უმარის გუნდისგან“