„მინი შონ სტრიკლენდია“ | დენა უაითი მერაბის ინციდენტს გამოეხმაურა
UFC-ის პრეზიდენტი, დენა უაითი მერაბ დვალიშვილის ინციდენტს გამოეხმაურა. UFC 310-ზე, რომელზეც „მანქანის“ ახლო მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა მოვსარ ევლოევთან იჩხუბა, ქართველ ჩემპიონს ერთ-ერთ გულშემატკივართან დაპირისპირება მოუვიდა და დენამ სწორედ ამაზე ისაუბრა.
„ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა დვალიშვილს ტრიბუნაზე მყოფ ქომაგთან დაპირისპირება მოსდის. ასეთი ტიპია. ვცდილობთ, მსგავსი ინციდენტები მანამ განვმუხტოთ, სანამ მოხდება და ამ ღონისძიებაზე, ძალიან კარგი გეგმა გვქონდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მერაბი სტერლინგის გამოსვლისას იჩხუბებდა.
დვალიშვილი მინი შონ სტრიკლენდია ოღონდ გრძელი ენისა და თრეშ თოქის გარეშე. რას ვიზამთ?! წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ფანებთან ჩხუბი არ შეიძლება. თუ ამას გააგრძელებ, ბევრ ფულს დაკარგავ“.
შეგახსენებთ, რომ მომხდართან დაკავშირებით, „მანქანამ“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აგვიხსნა, რეალურად რა და როგორ მოხდა. სტრიკლენდს რაც შეეხება, ის საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლია, რომელიც სკანდალური განცხადებებითაა ცნობილი და მისთვის არანაირი ავტორიტეტი არ არსებობს.
View this post on Instagram