ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

გუგეშაშვილი საუკეთესო იყო | ქართველი მეკარის კარგი მატჩი პაოკ-თან

საბერძნეთის სუპერ ლიგაში „პანსერაიკოსი’’ შინ პაოკ-თან 1:4 განადგურდა. 0:1-ზე „პანსერაიკოსი’’ 10 ფეხბურთელით დარჩა, მე-19 წუთზე გუგეშაშვილის თანაგუნდელი მოედნიდან გააძევეს.

მიუხედავად იმისა, რომ ლუკა გუგეშაშვილმა 4 გოლი გაუშვა, ქართველი მეკარე თავის გუნდში საუკეთესო იყო, გუნდი გოლისგან არაერთხელ იხსნა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის აქტივში 10 „სეივია'', თუმცა გამორჩეული რამდენიმე იყო.

პაოკ-ის 4 გატანილი გოლი. პირველი გოლისას მცველის ავტოგოლი იყო, მეორე გოლის მომენტში შორი მანძილიდან გუგეშაშვილს ბურთი თავზე გადაუგდეს, მესამე და მეოთხე გოლებში მას ვერ დავადანაშაულებთ.

შეგახსენებთ, გუგეშაშვილმა „ყარაბაღი'' დატოვა და გასულ ზაფხულში ბერძნულ კლუბში გადავიდა, საუკეთესო თვისებებს ავლენს და საბერძნეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ იქცა. დეკემბრის დასაწყისში  Sofascore-მა გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვით ლუკამ ამ სეზონის საბერძნეთის სუპერლიგაში ყველაზე მეტი „სეივი’’ შეასრულა - 56.

ლუკას შესახებ „პანსერაიკოსის’’ მეკარეების მწვრთნელმა არის კარაბეციოსმა ბერძნულ გამოცემა Monobala-სთან ისაუბრა.

„ბევრს მუშაობს, საოცრად თავდაჯერებულია, საკუთარი თავის საოცარი რწმენა აქვს. მაღალი დონის მეკარეა, დიდ კლუბში თამაშს იმსახურებს და არა პატარა კლუბებში. ყოველთვის მჯეროდა, პირველი მეკარე რომ ძალიან კარგი იყოს, ამისთვის საჭიროა რომ მეორე და მესამე მეკარეებიც ძალიან კარგად თამაშობდნენ. ჩვენი გუნდის მეორე მეკარე კაციკასი რანგით მეორე ლიგის MVP გახდა, რაც ლუკას ძალიან ეხმარება, რომ თავისი თავით კმაყოფილი არ იყოს, არ მოდუნდეს. ამ სეზონში ლუკა დაგვეხმარა და გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდა’’.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი მარადონაზე ლაციოსთან | ნაპოლიმ ლიდერობა დაკარგა
მარცხი მარადონაზე ლაციოსთან | ნაპოლიმ ლიდერობა დაკარგა