გოგა ბითაძე
Aa
Aa

9 მოხსნა შეტევაში და ორმაგი დუბლი | ბითაძის სუპერ მატჩი ფინიქსთან

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ კედლებში კვლავინდებურად დაუმარცხებელია. გამთენიისას, ქართველი კალათბურთელის გუნდი, „კია სენთერში“ „ფინიქს სანსს“ დაუპირისპირდა და, საკადრო პრობლემების მიუხედავად, 115:110 იმარჯვა.

ბითაძემ „ორლანდოს“ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. გოგას მიმდინარე რეგულარულში საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა, პარკეტზე 30 წუთ-ნახევარი გაატარა და მატჩი 21 ქულით, 16 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. გოგას პასივში მხოლოდ 1 დაკარგვა და ამდენივე პერსონალური ფოლი იყო.

ქართველმა ცენტრმა 15-დან 8 ბურთი ჩააგდო და 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა, 16-დან 9 მოხსნა კი მეტოქის ფარზე ჰქონდა. 21 ქულა, მიმდინარე სეზონში, გოგასთვის საუკეთესო შედეგია, 16 მოხსნა კი მისი კარიერული რეკორდია. „მეჯიქის“ რიგებში გოგაზე მეტი ქულა მხოლოდ ჯეილენ საგსმა დააგროვა - 26.

ცნობისთვის, „ორლანდო“ პაოლო ბანკეროსა და ფრანც ვაგნერის გარეშეა დარჩენილი, რომლებსაც ტრავმები აწუხებთ. „მეჯიქს“ 17 მოგება და 9 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელია ისევ საუკეთესო იყო - „ვირტუსმა“ მოუგებელი სერია დაასრულა
შენგელია ისევ საუკეთესო იყო - „ვირტუსმა“ მოუგებელი სერია დაასრულა