ლუიშ ნანი
Aa
Aa

38 წლის ასაკში - ნანიმ კარიერა დაასრულა

უკანასკნელი ათწლეულის ერთ-ერთმა საუკეთესო პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ნანიმ 38 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. სოციალური ქსელის საშუალებით მან დაწერა, რომ ფეხბურთისთვის თავის დასანებებლად ახლა საუკეთესო დროა. გარდა ამისა მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც 20-წლიანი კარიერის მანძილზე რთულ მომენტებში გვერდში ედგა და იმ ფორმის შენარჩუნებაში ეხმარებოდა, რომლის მეშვეობითაც სპორტის უპირველესი სახეობიდან დაუვიწყარი მოგონებები შემორჩება.

ხანგრძლივი კარიერის მანძილზე, ნანი „სპორტინგის“, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ფენერბაჰჩეს“, „ვალენსიას“, „ლაციოს“, „ორლანდო სიტის“, „მელბურნის“, „ადანასპორტისა“ და „ესტრელა ამადორას“ ღირსებას იცავდა, რომელთა რიგებშიც საერთო ჯამში გამართულ 622 მატჩში 128 გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა ვინგერმა საუკეთესო პერიოდი რა თქმა უნდა „მანიუში“ გაატარა, სადაც 4-ჯერ პრემიერ ლიგა, 2-ჯერ ქვეყნის ლიგის თასი, 4-ჯერ ქვეყნის სუპერთასი, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

ტიტულის გარეშე ნანის არც სანაკრებო ფეხბურთი დაუტოვებია და 2016 წელს პორტუგალიის ეროვნულ გუნდს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლების მოპოვებაში დაეხმარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ისტორიები ჩემზე, რომლებიც არავინ იცის“ - მე ლუიშ ნანი ვარ
“ისტორიები ჩემზე, რომლებიც არავინ იცის“ - მე ლუიშ ნანი ვარ