თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელია ისევ საუკეთესო იყო - „ვირტუსმა“ მოუგებელი სერია დაასრულა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის X ტურში „ვირტუსმა“ დროებითი მწვრთნელის ნენად იაკოვლევიჩის ხელმძღვანელობით, რომელსაც რამდენიმე დღეში დუშკო ივანოვიჩი ჩაანაცვლებს, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ოლიმპია მილანო“ სტუმრად 9-ქულიანი სხვაობით, 82:73 დაამარცხა. ეს გამარჯვება სატურნირო მდგომარეობის გარდა სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან ბოლონიელებმა ყველა ტურნირზე 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს.

წინა შეხვედრების მსგავსად, „ვირტუსის“ რიგებში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 24 წუთში 19 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. თოკომ ორიდან ერთი სამქულიანი, ათიდან ხუთი ორქულიანი და რვიდან ექვსი ორქულიანი ჩააგდო. მან ბურთი ორჯერ დაცვაში, ერთხელ კი შეტევაში მოხსნა, სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო და მატჩი 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით დაამთავრა.

8 მოგებითა და 2 წაგებით ბოლონიური კლუბი იტალიის სერია A-ში მეორე ადგილზეა. ახალი მთავარი მწვრთნელის დუშკო ივანოვიჩის დებიუტი კი, რომლის ხელმძღვანელობითაც შენგელია 2020 წელს „ბასკონიაში“ თამაშისას ესპანეთის ჩემპიონი გახდა, სწორედ ამ გუნდის წინააღმდეგ 12 დეკემბერს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელია: „NBA არა, ჩემი ოცნება ნაკრებში თამაში იყო“
შენგელია: „NBA არა, ჩემი ოცნება ნაკრებში თამაში იყო“