გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე: „ლიონის ისტორიაში შესვლა მსურს“

საფრანგეთის ლიგა 1-ის წლევანდელ სეზონში გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის საშუალება იშვიათად ეძლევა, თუმცა მისთვის ძველ და კარგად ნაცნობ ახალ გუნდში ადაპტაციას გადის და 3 გოლთან ერთად, 1 საგოლე გადაცემის შესრულებაც მოასწრო. 24 წლის ქართველმა ფორვარდმა ბოლოს თავი გუშინ, „ანჟერთან“ (0:3) სტუმრად მოგებულ მატჩში გამოიჩინა, როდესაც ცვლილებაზე შესვლიდან ოც წუთში ეფექტური დარტყმით გაიტანა, თამაშის მეორე დღეს კი საინტერესო კომენტარი გააკეთა

გიორგი მიქაუტაძე

ბუნებით სპორტსმენი ვარ და მსურს რაც შეიძლება ბევრი მატჩი ჩავატარო. თუმცა, ისიც კარგად მესმის, რომ აქ არის კლუბის ლეგენდა, ალექსანდრ ლაკაზეტი, რომელმაც საკუთარი კვალი არამხოლოდ „ოლიმპიკში“, არამედ ინგლისის პრემიერ ლიგაშიც დატოვა. როგორც მე, ასევე ალექსი ცდილობს მაქსიმუმი გაიღოს, ამით მოგებული რჩება „ლიონი“. ბავშვობიდან მინდოდა ამ გუნდის ისტორიაში შევსულიყავი და ახლა ეს სურვილი გამიორმაგდა.

შეგახსენებთ, რომ რთული სტარტის შემდეგ, „ლიონი“ პიერ საჟის ხელმძღვანელობით ბოლო პერიოდში საოცრად ათამაშდა და ყველა ტურნირზე 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიონს მიქაუტაძის გაყიდვა ან იჯარით გაშვება არ სურს - Lyon Foot
ლიონს მიქაუტაძის გაყიდვა ან იჯარით გაშვება არ სურს - Lyon Foot