იურგენ კლოპი
Aa
Aa

კლოპი ფეხბურთის მესაფლავედ აქციეს - კილის ფანებს დასჯიან

„ჰოლშტეინ კილი“ შესაძლოა იურგენ კლოპის შეურაცხყოფისთვის მკაცრად დაისაჯოს. გუშინ ეს კლუბი გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტურში „ლაიფციგთან“ (0:2) დამარცხდა. თამაშის დროს „კილის“ გულშემატკივრებმა აჩვენეს ბანერი, რომელშიც  ჯვარზე გამოსახულები იყვნენ „რედ ბულის“ გლობალური ფეხბურთის ხელმძღვანელი იურგენ კლოპი, „ჰანოვერის“ ყოფილი მმართველი დირექტორი დიტმარ ჰოპი და „რედ ბულის“ ხელმძღვანელი ოლივერ მინცლაფი და ისინი გერმანული ფეხბურთის მესაფლავეებად იყვნენ მოხსენიებული.

ქომაგებს ეჭირათ საფლავის ქვის ფორმის დიდი ბანერი წარწერით „50+1“, რაც მიუთითებს გერმანული კლუბის მფლობელობის წესზე: კლუბის აქციების 50%+1 უნდა ფლობდეს არაკომერციულ მხარდამჭერთა ასოციაციას.

„კილის“ პრეზიდენტმა შტეფენ შნეკლოტმა მკაცრად დაგმო ამ ყველაფრის შინაარსი და თქვა, რომ იარაღით ადამიანების გამოსახვა მიუღებელია. მან აღნიშნა, რომ კლუბი მხარს უჭერს ტოლერანტობას, გახსნილობას და პატივისცემას. ისინი არ ეთანხმებიან ადამიანებთან მოპყრობის ამგვარ მეთოდს და გულწრფელად ბოდიშს უხდიან დაზარალებულებს.

ასევე გუნდის შეფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ჩატარდება შიდა გამოძიება და ინციდენტის განხილვა რაც შეიძლება მალე დასრულდება, რის შემდეგაც შესაბამის ზომებს მიიღებენ.

ცნობისათვის, ამ ფაქტის გამოძიება გერმანიის საფეხბურთო კავშირის კონტროლის კომიტეტს დაევალა და საბოლოო ვერდიქტის შესახებ მალე გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინგლისელი მსაჯი ფეხბურთს ჩამოაშორეს - მიზეზი კლოპის შეურაცხყოფაა
ინგლისელი მსაჯი ფეხბურთს ჩამოაშორეს - მიზეზი კლოპის შეურაცხყოფაა