ბექა ბურჯანაძე
Aa
Aa

ბურჯანაძის 9 ქულა - ლეიმა მანრესასთან დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-10 ტურში „ლეიმამ“ გალისიაში „მანრესას“ უმასპინძლა და 15-ქულიანი სხვაობით, 74:89 წააგო. უნდა აღინიშნოს, რომ ლა კორუნიელებს სეზონის სტარტზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, რომლის დროსაც სერიოზული პრობლემები მოქმედ ჩემპიონ მადრიდის „რეალსაც“ შეუქმნეს, ბოლო პერიოდში აშკარა რეგრესი დაეწყოთ და უკანასკნელი ხუთი მატჩიდან ოთხში დამარცხდნენ.

დღეს გამართულ შეხვედრაში დამარცხებული გუნდის რიგებში ბექა ბურჯანაძემ 21 წუთი ითამაშა და 9 ქულასთან ერთად, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მან როგორც 2-ქულიანები (ხუთიდან სამი), ასევე საჯარიმოები (ხუთიდან სამი) 60-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა, ხოლო პერიმეტრიდან ჩაგდების ორი მცდელობიდან ორივე წარუმატებელი აღმოჩნდა. შვიდი მოხსნიდან ბექამ 5 თავდასხმაში, 2 კი დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა. ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ ჩაჭრა, ერთი დაფარება მიითვალა და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

18-გუნდიან ლიგა ენდესაში 3 მოგებითა და 7 წაგებით „ლეიმა“ მე-16 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ბურჯანაძე და მისი თანაკლუბელები 14 დეკემბერს, სტუმრად „ჟირონასთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილს დრო მიეცა - სპურსის ზედიზედ მე-3 წაგება
მამუკელაშვილს დრო მიეცა - სპურსის ზედიზედ მე-3 წაგება