იბერია 1999
Aa
Aa

6 ტიტული 6 წელიწადში - იბერიამ საჩემპიონო თასი ჩაიბარა

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის წლევანდელი სეზონი დასრულდა და ჩემპიონმა გუნდმა „იბერიამ“ თასი „სამგურალთან“ (1:1) ბოლო ტურის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩაიბარა. 1999 წელს დაარსებულმა თბილისის კლუბმა, რომელმაც უმაღლესი ლიგის საგზური 2014 წელს მოიპოვა, უკანასკნელი ექვსი წლის მანძილზე ამდენივე ტიტული მოიგო. „იბერიელებმა“ 2-ჯერ (2018, 2024) საქართველოს ჩემპიონატის, 3-ჯერ (2019, 2021, 2023) საქართველოს თასის და ერთხელ (2020) საქართველოს სუპერ თასის ოქროს მედლები დაისაკუთრეს.

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ „იბერია“ – „სამგურალის“ მატჩში, რომელიც სატურნირო თვალსაზრისით არც ერთი გუნდისთვის არაფერს წყვეტდა, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ ლიდერებს, გიორგი კოხრეიძეს, შეიკნე სილას და ოთარ მამაგეიშვილს დასვენების საშუალება მისცა და შეხვედრაში მხოლოდ შესვენების შემდეგ ჩართო. 41-ე წუთზე ანგარიში ბენჟამინ ტეიდმა ეფექტური დარტყმით გახსნა, რასაც მეორე ნახევარში ლუკა ხორხელმა უპასუხა, რომელსაც საგოლე გადაცემა დემურ ჩიხლაძემ გაუკეთა.

36 ტურში დაგროვებული 75 ქულით „იბერიამ“ პირველი ადგილი დაიკავა. თბილისის კლუბთან ერთად ზაფხულში ევროტურნირებზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას ქუთაისის „ტორპედო“, გორის „დილა“ და „სპაერი“ დაიცავენ, რომელმაც საქართველოს თასის ფინალში თბილისის „დინამოს“ აჯობა.

ქვედა ლიგაში „სამტრედია“ დაქვეითდა და იმერლებს საგარეჯოს „გარეჯი“ ჩაანაცვლებს, ხოლო „გაგრა“ და „თელავი“ ადგილის შენარჩუნებისთვის პლეი აუტიდან იბრძოლებენ, სადაც მათი მეტოქეები „რუსთავი“ და ბოლნისის „სიონი“ იქნებიან.

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის წლევანდელი სეზონის როგორც საუკეთესო ბომბარდირის, ასევე ასისტენტის ნომინაციაში „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს - ბიორნ იონსენმა პირველი ადგილი 23 გოლით დაიკავა, ხოლო ფელიპე პირესის ანგარიშზე 10 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იბერია 1999 ჩემპიონია! სამტრედია მეორე ლიგაში დაქვეითდა - Crystalbet ეროვნული ლიგის მიმოხილვა
იბერია 1999 ჩემპიონია! სამტრედია მეორე ლიგაში დაქვეითდა - Crystalbet ეროვნული ლიგის მიმოხილვა