ფერლან მენდი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

მორიგი პრობლემა - რეალს მენდი გაურკვეველი ვადით გამოაკლდა

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალმა ჟირონა სტუმრად 3:0 დაამარცხა. გამარჯვება, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, თუმცა სამეფო კლუბს კიდევ ერთი პრობლემა გაუჩნდა.

მატჩის მიმდინარეობისას, ტრავმა მიიღო ფერლან მენდიმ. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მას მარჯვენა ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული. ინფორმაციას ბლანკოსის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ოფიციალური წყარო არ იტყობინება, თუ რამდენი ხნით ვერ ითამაშებს ფრანგი მარცხენა მცველი. MARCA ვარაუდობს, რომ ის დაახლოებით 3-4 კვირას გამოტოვებს, თუმცა დაზუსტებულ ინფორმაციას არავინ წერს.

საბოლოო ჯამში მივიღეთ სიტუაცია, რომ მადრიდის რეალს 4 ძირითადი შემადგენლობის დაცვის ხაზის ფეხბურთელი აკლია. დავიდ ალაბა, ედერ მილიტაო, დანი კარვახალი და ახლა უკვე ფერლან მენდი.

შეგახსენებთ, რომ მათ გარდა ამ მომენტისთვის რეალს ვინისიუს ჟუნიორი, ედუარდო კამავინგა და როდრიგო გოეში ვერ ეხმარებიან.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოს-ანჯელეს გელექსი ჩემპიონია - ისტორიული ტიტული მარკო როისისთვის
ლოს-ანჯელეს გელექსი ჩემპიონია - ისტორიული ტიტული მარკო როისისთვის