ტოკიოს გრანდ-სლემი - მაისურაძე ვერცხლის მედლის მფლობელია
ძიუდოს სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ტოკიოს გრანდ-სლემი გაიმართა, სადაც -90 კგ კატეგორიაში მონაწილეობას ლუკა მაისურაძე იღებდა.
ქართველმა ძიუდოისტმა ასპარეზობა 1/8-ფინალიდან დაიწყო, სადაც მასპინძელ ჰიდეტოში ტოკუმოჩის დაუპირისპირდა და გაიმარჯვა.
მეოთხედფინალში ლუკას მოწინააღმდეგე ესტონელი კრისტოფერ კალიულადი იყო, რომელსაც საკმაოდ რთულად, მაგრამ მაინც აჯობა.
ნახევარფინალში კვლავ იაპონელის ჯერი დადგა. ამჯერად მაისურაძის დამარცხებას კომეი კავაბატა ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ქართველი ძიუდოისტი ფინალში გავიდა.
აღსანიშნავია, რომ მაისურაძე ერთადერთი ქართველია, ვინც ზედიზედ გავიდა ჯიგორო კანოს სახელობის ტურნირის ფინალში. ფინალში კი მისი მოწინააღმდეგე კვლავ მურაო იყო და სამწუხაროდ „ჩვენებური“ „გოლდენ სქორში“ დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ სანშირო მურაო ქართველ ძიუდოისტებს კარგად იცნობს. მიმდინარე წელს გამართულ ოლიმპიადაზე, მურაო ფინალში ლაშა ბექაურთან დამარცხდა.