იტალიური მედია: “კვარა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ერთ ნაბიჯშია“
ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით უახლესი ცნობები ვრცელდება, რომელსაც Corriere dello Sport გვთავაზობს.
წყაროს ცნობით, მოულოდნელად ბოლო საათებში მხარეები გარკვეულ დეტალებზე შეთანხმდნენ და კონტრაქტის გახანგრძლივება ერთ ნაბიჯშია.
უფრო ვრცლად, რას წერს გამოცემა:
„მოულოდნელად კვარა და ნაპოლი კვლავ დაახლოვდნენ. ოქტომბრის შემდეგ განვითარებული მოვლენები, რომლებიც ყველა უარყოფითი იყო, ახლა დადებითისკენ შემობრუნდა. მხარეები საკმაოდ დაახლოვდნენ და მოლაპარაკება თავიდან დაიწყეს, რომლის მიხედვითაც ხვიჩა ნაპოლიში 2029 წლამდე დარჩება. მას დაუკმაყოფილებენ სახელფასო მოთხოვნას. ხელმძღვანელობას სურს, რომ კვარა ბედნიერი იყოს. ხელშეკრულების განახლება საახალწლო საჩუქარივით იქნება.“
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის გარემოცვა ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს ითხოვს. გარდა ამისა, პრიორიტეტი კონტრაქტში იმ რაოდენობის გამოსასყიდი თანხის ჩაწერაა, რამდენიც მამუკა ჯუღელს სურს. აღნიშნული თანხა 80 მილიონ ევროს არ უნდა გასცდეს.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.